თამაშის მწარმოებელია: Best Way
გამომცემელი: Ubisoft Entertainment
თამაში გამოვიდა: 2006 წლის 12 სექტემბერს.
თამაშის ოფიციალური საიტია: http://facesofwargame.uk.ubi.com/
თამაშის რუსული საიტია: http://vtv2.games.1c.ru/
Multiplayer: (16) LAN, Internet
თამაშის მოთხოვნებია:
მინიმალური: Pentium III/Athlon 1.4 გჰერც, 512 მბ ოპერატიულით (256-იც გაქაჩავს გაჭირვებით), 64 მბ-იანი ვიდეოკარტა, 4გბ თავისუფალი ადგილი ვინჩესტერზე.
რეკომენდირებული: Pentium 4/Athlon XP 2.4 გჰერც, 1 გბ ოპერატიულით, 128 მბ-იანი ან უფრო ძლიერი ვიდეოკარტა, 4გბ თავისუფალი ადგილი ვინჩესტერზე.
თამაშის თავისებურებებია:
- 3 კომპანია: გერმანია,მოკავშირეები,СССР
- 40-ზე მეტი მისია, რომელიც მოცავს სხვადასხვა მიზნების, როგორც დივერსიულ ასევე გრანდიოზული ბრძოლების ეტაპებს.
- ბრონირებული ტეხნიკის დიდი არჩევანი, რომელიც შეიძლება გამოიყენო, დაიპყრო ან გაანადგურო;
- თანამედროვე 3დ გრაფიკა, რომელიც იყენებს თითქმის ყველა ახალ ტექნოლოგიას;
- 100% ინტერაქტიული გარემო და რეალობასთან მიახლოებული ფიზიკა;
- ქსელური თამასის შესაძლებლობა 16 კაცზე TCP/IP-ით ან LAN-ით, ასევე 4 მოთამაშით ერთობლივი(კორპორატიული) გასვლა კომპანიის;
- უჭკვიანესი AI
.
მოკლე აღწერილობა:
თამაშში ხელმძღვანელობთ მცირე დივერსიულ რაზმს და ასრულებთ სხვადასხვა დაველებებს რომლებიც ნელნელა სულ უფრო და უფრო რთულდება. ამ რაზმის მონიშვნით ამ რაზმის წევრები ერთიანდებიან ერთ ორგანიზმად და მათ ენიშნებათ ლიდერი და უკვე ამ ლიდერის მესვეობით ადვილად მართავთ მთელ ჯარისკაცებს. ომის დროს ასეთი ჯგუფის წევრები ეხმარებიან ერთმანეთს სროლით, ინაწილებენ ნაალაფარს(მტრის იარაღებს, ამუნიციას,ბრონს,აფთიაქებს .........), იყენებენ საფარად ბუჩქებს, შენობებს ღობეებს, შეუძლიათ აიღონ მოკლული მტრის ნებისმიერი გადარჩენილი იარაღი, აღჭურვილობა თუ ტექნიკა და გამოიყენონ ისინი. ასევე შესაძლებელია ტეხნიკის(ტანკები, ქვემეხები, ბრონირებული ავტომობილები ....) რემონტი, მათ უთავდებათ საწვავი, ძლიერი შეტევისას ან ცეცხლის გაჩენისას მტერმა შეიძლება მიატოვოს ტეხნიკა რომელსაც შემდგომ თქვენ დაიპყრობთ ან მოხსნით ამ ტეხნიკიდან ტყვიამფრქვევს მაგალითან ან ტყვიაწამალს და საწვავს.
თამაშში უამრავი შესაძლებლობებია, მტერი შეიძლება მიეპაროთ და დანის სროლით უხმაუროდ მოკლათ, ან შორიდან სნაიპერის ვინტოვკით დააგდოთ, ან სულაც ტყვიამფრქვევით, ავტომატით ან პისტოლეტით დაცხრილოთ. ამასთან მრავლადაა ფეთქებადი მოწყობილობებიც, ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინაამღდეგო "ლიმონკები", გზების დასანაღმი და კედლის ასაფეთქებელი ნაღმები. რაც საშუალებას გაძლევთ მისიები თქვენთვის მოსაწონი გეგმით გაიაროთ. მაგ: ჩუმად ნელნელა უხმაუროდ ამოხოცოთ ბაზა მიარწიოთ ტანკამდე და მერე ტანკით ააფეთქოთ დანარჩენი ტეხნიკა, ან დანაღმოთ ყველაფერი ატეხოთ განგაში გაიქცეთ უკან და უყუროთ დანარმულზე როგორ ფეთქდება მტერი, ან ღიად შეუტიოთ და თავგანწირული ბრზოლით ნაბიჯ-ნაბიჯ გადაუაროთ მტრის ბაზას.
ამაში მისიების მრავალფეროვნებაც გიწყობთ ხელს: მაგალითად გამაგრებულ პოზიციებზე მასიური შეტევა გაძლევთ საშუალებას შეიგრძნოთ დიდი მექანიზმის ერთ პატარა მაგრამ საჭირო ნაწილად თქვენი თავი, ან სამხედრო ჰოსპიტალის გმირული დაცვა მტრის გააფთრებული შეტევისას როცა თითოეული ვაზნა ძვირფასია და თითოეული თანამებრძოლი ძმაზე ახლობელი, საწყობზე შეტევა ან გზის დანაღმვის მისია სადაც სულ მალე მტერმა უნდა გაიაროს ხომ ადრენალინს მაქსიმუმზე სწევს
ერთი სიტყვით ამ თამაშში ნამდვილად არ მოიწყენთ 
ეს ყველაფერი ულამაზეს გრაფიკასთან, მოსახერხებელ ინტერფეისთან(ნებისმიერი მოქმედების რამდენიმენაირი ხერხით გაკეტებაა შესაძლებელი) და ჭკვიან მტერთან(კომპიუტერთან) ერთად დაუვიწყარს ხდის ამ თამაშის კომპანიების დახურვას, მაგრამ კომპანიის დახურვის შემდეგაც არაა მოსაწყენი თამაში 16 მოთამაშეს(თავისი არმიებით) შეუძლია ერთმანეთთან შეჯიბრება როგორც ქსელში ასევე ინტერნეტით, და ცოცხალ ადამიანთან შეჯახება კი სულ ახალი თვალით შეგახედებს ამ თამაშს.
აქვე წარმოგიდგენთ რამდენიმე თამაშის პროცესში გადაღებულ სურათსაც:
1. ღამის ბრძოლა: იცავ გამაგრებულ ტერიტორიას მტრის შეტევისგან.
[реклама вместо картинки]
2. გაშლილ ტერიტორიაზე რამდენიმესაათიანი სატანკო ბრძოლის შედეგი 
[реклама вместо картинки]
3. დასახლებულ პუნქტზე წყლიდან შეტევა.
[реклама вместо картинки]
4. ეს კი ქსელით თამაშისას შეტევის მოლოდინში.
[реклама вместо картинки]
დაგაინტერესათ მონათხრობმა? მოგეწონათ სქრინშოტები? მაშინ მიყევით ქვემოთ დაპოსტილ ინსტრუქციებს და თქვენ მოხვდებით ამ სამყაროს ზღაპრულ გარემოში 
1. გადმოიწერეთ თამაში ავოე.გე-დან 1,9გბ.
2. გახსენით გადმოწერილი ფაილი DAEMON Tools-ით (თუ არ გაქვთ DAEMON Tools მასინ ჯერ გადმოწერეთ აქედან მისი ბოლო ვერსია 1.5მბ და დააინსტალირეთ.)
3. შემდეგ DAEMON Tools-ით გახსენით და სადმე დააინსტალირეთ ავოედაგ გადმოწერილი თამაში.
4. DAEMON Tools-ით დაიმიჯებული დისკზე crack პაპკაში მოძებნეთ დააკოპირეთ facesofwar ფაილი.
5. შედით იმ პაპკაში სადაც მანამდე დააინსტალირეთ თამაში და გადააკოპირეთ facesofwar ფაილი თავზე იქ უკვე არსებულ ფაილს.
და აი ინგლისური ვერსია ამ თამაშისა უკვე დაყენებულია და შეგიძლიათ ითამაშოთ.
მაგრამ თუ თქვენ ინგლისური ენა ცუდად იცით და რუსული გახმოვანებით გირჩევნიათ თამაში მაშინ მიყევით შემდგომ ინსტრუქციებს.
6. გადმოიწერეთ რუსიფიკატორი რომელიც შედგება ორი დაარხივებული 2 RAR ფაილისაგან. 1. ფაილი გადმოწერეთ აქედან (86მბ) ხოლო 2. ფაილი გადმოწერეთ აქედან (74მბ) (ორივე ფაილი ერთ პაპკაში უნდა გადმოწეროთ).
7. შემდეგ WinRaR-ის მეშვეობით ამოოარქივეთ ეს ფაილი და მიიღებთ 159მბ-იან მზა რუსიფიკატორს.
8. გაუშვით რუსიფიკატორი და მიუთითეთ ის დირექტორია სადაც მანამდე დააინსტალირეთ თამაში, რუსიფიკატორი თავისით გადაარუსულებს თამაშს.
9. გაუშვით თამაში და ისიამოვნეთ.