Crusaders

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » Crusaders » Ночная игра в Тбилиси/ENcaunter » "caecus cum essem modo video!" bible, Johan 9:25


"caecus cum essem modo video!" bible, Johan 9:25

Сообщений 1 страница 12 из 12

1

"я был слеп, а теперь вижу!"(Rus); "I was blind but now I see!"(Eng); "caecus cum essem modo video!" (Lat); © bible, Johan 9:25იმ თამაშის აზრი რომელიც თქვენ დაიწყეთ ამ სიტყვებშიაო ეუბნება რეჟისორ დევიდ ფინჩერისა და სტუდია "Polygram Films"-ის  მიერ 1997 წელს გადარებული ფილმის "თამაში"-ს
http://123.ge/uploads/1/109975.jpg
მთავარ  გმირის ნიკოლას ვონ ორტონის როლის შემსრულებელ მაიკლ დუგლასს ამავე ფილმის ერთერთი პერსონაჟი. და სწორედ ამ ფილმის ყურების შემდეგ  2001 წელს გაუჩნდა ამ თამაშის  რეალურ სამყაროში გადმოტანის იდეა ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში მცხოვრებ  ივან მასლუკოვს რომელიც ამ პროექტში ცნობილის როგორც im. რომელიც წარმატებით განახორციელა კიდეც.

2007 წლის 19 ოქტომბერს საქართველოში ერთ-ერთ  პოპულარულ თბილისის ფორუმზე ბელარუსმა ევგენი შაპოშნიკოვმა (ამ პროექტში ცნობიმა როგორც air) შემოგვთავაზა ამ თამაშის საქართველოში დანერგვა. რასაც აქტიურად გამოეხმაურნენ ფორუმელები და მათ შორის ერთერთმა DJ Rock-მა(ამ პროექტში ცნობილმა როგორც DJ Rock) 2007 წლის 20 ოქტომბერს გადაწყვიტა ხელი მოეკიდა ამ პროექტის საქართველოში დანერგვისათვის!

პროექტი დაიქოქა და დღეისათვის ანუ 2007 წლის მანძილზე უკვე ჩატარდა 7 წარმატებული თამაში  მათ შორის 2  ვირტუალური (თამაშობთ სახლიდან გაუსვლელად კომპიუტერის გამოყენებით) და  5 რეალური (თამაშობთ ძირითადად ქალაქში, ეძებთ კოდებს და მინიშნებებს ნახულობთ თუ სად ეძებოთ ან  ტელეფონის ინტერნეტით ან ბაზა(სახლში კომპიუტერთან მჯდომი თქვენი გუნდის ერთერთი წევრი) გირეკავთ და გიკითხავთ დავალებას თუ სად უნდა ეძებოთ შემდეგ ეტაპზე გდასასვლელი კოდი.

რეალური გუნდური თამაშის აზრი მდგომარეობს შემდეგში დარეგისტრირდე თამაშის საიტზე, დაარეგისტრირო შენი გუნდი (დაარქვა გუნდს სახელი და ავტომატურად გახდე მისი კაპიტანი(კაპიტნობის შემდგომში სხვაზე გადაცემა პრობლემა არაა)) და შეკრიბო რეალში შენი მეგობრები ნაცნობები და ის ხალხი(ასაკი აუცილებლად 18 წელი ან მეტი) ვისაც შენის აზრით შენსავით დააინტერესებს ეს თამაში(გუნდში უნდა იყოს მინიმუმ 5 მოთამაშე მაქსიმუმი შეზღუდული არაა). ასევე სასურველია იფიქრო ისეთი ნივთების მომარაგებაზე რომელიც აუცილებლად გამოგადგება გუნდურ თამაშში.
აქ ჩამოგიწერთ ამ ნივთების აუცილებელ მინიმუმს:

1. ავტომობილი (მიმიმუმ 1 ცალი მაინც გუნდზე)
2. მობილური ტელეფონი ინტერნეტში შესვლის შესაძლებლობით (რათა შეძლოთ ნაპოვნი კოდის შეყვანა, და დავალებების წაკითხვა) (საწყის  ეტაპზე მიმიმუმ 1 ცალი მაინც გუნდზე)
3. ძლიერი ფანარი (საწყის  ეტაპზე მიმიმუმ 1 ცალი მაინც მოთამაშეზე)
4. ჯერჯერობით ფრიად აუცილებელია რუსულის ცოდნა!

ეს არის აუცილებელი მინიმუმი და ყოველ თამაშს შეიძლება დაემატოს  ორგანიზატორების მოთხოვნით ან თქვენივე საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა საჭირო ნივთები (მაგალითად ბინოკლი, ბლოკნოტი და პასტა, თერმოსით ცხელი ჩაი გასათბობად ........)

მას შემდეგ რაც ასეთ გუნდს შექმნით უნდა შეხვიდეთ თამაშის საიტზე და ნახოთ თუ როდის ტარდება შემდეგი რეალური თამაში და  გუნდის სახელით შეიტანოთ მოთხოვნა მონაწილეობის  მისაღებად და იქვე იმ თამაშის განხილვაში  პორუმზე დაზუსტოდ თუ როდისაა კაპიტნების შეკრება  სადაც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ  გუნდდან 1 წარმომადგენელი მაინც და  მომავალ თამაშზე ბევრ საჭირო ინფოს გაიგებთ უშვალოდ ამ თამაშის ორგანიზატორებისაგან ;)

როცა ამ ყველაფერს გააკეთებთ  უკვე ელოდებით თამაშის დაწყებას სადმე ქალაქში + 1 კაცი მაინც გყავთ ბაზაზე(სახლში კომპთან) დასახმარებლად დატოვებული.
როცა თამაშის დაწყების დრო მოვა შედიხართ თამაშის საიტზე  მობილურით და თქვენი პაროლით და მოგდით პირველი დავალება/გამოცანა/შიფრის სახით  სადაც  მინიშნებული იქნება თუ სად უნდა წახვიდეთ და ეზებოთ საიტზე შესაყვანი სიტყვა რომ შემდეგ ეტაპზე/დავალებაზე გადახვიდეთ. თუ დავალების წაკითხვისას იმ წუთში ვერ მიხვდით  რა და სად უნდა გააკეთოთ არ შეშინდეთ და დაელოდეთ მანდვე საიტზე ნელნელა(20-40 წუთში) მოვა  მინიშნებები რომლებიც სულ უფრო და უფრო დაგიკონკრეტებთ  მოსაძებნი კოდის  არეალს და თუ მაინც ვერ მიხვდით დაახლოებით 2 საათში მოგივათ პირდაპირ კოდი და მაინც გადახვალთ შემდეგ ეტაპზე ;)
ყველა კოდი იწყება EN სიმბოლოთი ასე რომ თუ იპოვით კოდს იმ წუთას მიხვდებით რომ  ესაა ზუსტად ის რასაც ეძებთ ;)

მაგალითისთვის და უფრო გასაგები რომ იყოს მოგიყვანთ ერთ მაგალითს ;)
პირველ თამაშზე(სადაც  თამაშს საცდელი სახე ქონდა და დავალებებიც ნაკლებად ექსტრემალური იყო და თამაშის ტერიტორიაც მხოლოდ ვაკის პარკით და სემოგარენით განისაზღვრებოდა) ერთ-ერთი დავალება დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერდა
" იქ სადაც იბადება პირველი კოცნა დადექით თავდაყირა და თქვენ  დაინახავთ კოდს"

20 წუთის შემდეგ მოდიოდა მინიშნება რომ უნდა გედზებნათ მწვანე სკამის  ქვეშ ვაკის პარკში.

40 წუთში კონკრეტდებოდა რომ ეს იყო უშვალოდ ის სკამი რომელიც იდგა დიდ ხის ზაბორთან (რადგან ვაკის პარკსჰი მწვანე სკამები სადაც მოზასავე წყვილები ზიან ხოლმე ერთი 70 ცალი მაინცაა ;))

1:30 წუთში მოდიოდა უკვე უშვალოდ კოდი მაგალითად: ENlovers თუ მანამდე ვერ იპოვიდით :)

ამ ENlovers  რო სჰეიყვანდი საიტზე გაძლევდა შემდეგ დავალებას სადაც ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი ;)

პირველად სანამ პადსკაზკა მოვიდოდა ჩვენ   გუნდს ეგონა ვაკის პარკში მიტოვებული ღია კინოთეატრის  უკანა სკამებთან უნდა გვეძებნა მარა იქ რომ არ იყო მერე სკამებთან დავიწყეთ ძებნა ;) და ვიპოვეთ კიდეც ;)
მარა წარმოიდგინეთ საღამოს 7 საათზე ოქტომბერში  გოგო და ბიჭი ზიან  სკამზე და ზასაობენ  და ბუჩქებიდან გამოდიან ფანრებით,რაციებით სპორტული და სამხედრო სპეცტანსაცმლიანი 6-8-10 .. კაციანი სასტავები და სთხოვენ ამ წყვილს  "უკაცრავად მაგრამ სკამის ქვეშ უნდა შევიხედოთო"  რეაქციები მაგარი იყო, ზოგს ეგონა ბომბს ვეძებდით, ზოგი არა ძმაო 5 სასტავი ხართ ვინც ამოწმებს აქ არაა არაფერიო (არა და იქნებ ორგანიზატორების დაქირავებული კაცია და გატყუებს, მაინც უნდა ნახო :))
ზოგი პირიქით ინტერესდებოდა და ჩვენთან ერთად ეძებდა კოდს და თამაშშიც გვიერთდებოდა მაგრამ 1 საათში არცერთ მწვანე სკამში არცერთი მოზასავე წყვილი აღარ იჯდა :)

მაგრამ არის ექსტრემალური დავალებებიც ... მაგალითად თბილისის ზღვაზე დახატული რუქით აქვა პარკთან უნდა მოგეძებნა მიწისქვეშ ჩასასვლელი დაკიბეებით  ჩასულიყავი 70 მეტრის სიღრმეში სრულ სიბნელეში და სინესტეში და მერე იქ 400 მეტრი გვლო მიწისქვეშა გვირაბში რომ გეპოვა შესაყვანი კოდი და თან იქ მობილური არ იჭერს და კოდის სესაყვანად ისევ ზემოთ უნდა ამოსულიყავი :)

ან სულაც ღამის სამ სათზე შენ გუნდელებთან ერთად  პეტრე-პავლეს სასაფლაოზე შეილება მოგიწიოთ კოდის ძებნა.

აქ გთავაზობთ რამოდენიმე სურათებს სხვადასხვა რეალური თამაშებიდან უკომენტაროდ!

http://tbilisi.en.cx/images/galleries/3013/8793/S7300808.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/3013/8793/S7300792.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/3013/8793/S7300762.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/3013/8793/S7300759.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/3013/8793/S7300753.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/3013/8793/S7300738.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2916/8375/SP_A0106.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2916/8310/S7300622.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2916/8310/S7300592.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2916/8310/IMG_0238.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7804/02122007057.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7804/02122007049.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7773/IMG_3127.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7773/IMG_3113.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7773/IMG_3096.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7773/IMG_3078.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7773/IMG_3053.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7773/IMG_3118.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7734/DSC08496.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7725/IMG_3697.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7725/IMG_3715.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2838/7725/IMG_3670.JPG
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2742/7269/en%203.jpg
http://tbilisi.en.cx/images/galleries/2742/7269/DSCN2181.jpg

დანარჩენი   ფოტოები იხილეთ აქ.   

ერთი სიტყვით ვისაც გიყვართ ექსტრიმი,თავგადასავლები, მიტოვებულ-შენობებსა და ტყე-ღრეში ბოდიალი,  მოგბეზრდათ მხოლოდ კომპიუტერული თამაშები და გაქვთ სურვილი გულს გადააყოლოთ მიყევით ქვემოთ მოცემულ  ინსტრუქციებს და შემოგვიერთდით! U WELCOME!

ყველაზე მთავარი:  დარეგისტრირდით აქედან თამაშის საიტზე და მერე

1. იხილე თამაშის წესები  (რუსულ ენაზე) ან (ქართულ ენაზე).
2. გადახედე თამაშის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს  (რუსულ ენაზე)  ან    (ქართულ ენაზე).                   
3. უყურე ვიდეო სიუჟეტებს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული რეალური თამაშების შესახებ ცოტა რომ გაერკვე   რა და როგორ ხდება რეალურად აქედან.                         
4. შემდეგ ცოტას რომ გაერკვევი მოსინჯე შენი თავი      პრომო(ტესტურ) ვირტუალურ თამაშში აქ.         
5.ამის შემდეგ უკვე გადახედე ადრე ვიტებსკში ჩატარებული        ერთერთი რეალური თამაშის სცენარს აქ,   მანდ განხილულია სცენარი მთლიანად თავის ყველა პდსკაზკებითა და პასუხებით. (თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს ყველაფრის გარკვევა მაგრამ დროთ განმავლობაში მიხვდები რა რას ნიშნავს).
6. შემდეგ მოსინჯე უკვე საქართველოში ჩატარებული პირველი სრულფასოვანი არაგუნდური ვირტუალური თამაშის სცენარი და სინჯე შენით გახვიდე ბოლომდე, ეს თამაში.   ბოლომდე რომ გახვალ უკვე შემდეგ გადახედე ამ თმაშის სცენარს რომელიც ასევე ხელმისაწვდომია თავის პადსკაზკებითა და პასუხებითურთ  აქედან   და უკვე წესით საკმაოდ უნდა გაერკვე როგორ ხდება ვირტუალური თამაში და შეამჩნევ რომ არც ისეთი ძნელი იყო როგორც პირველად მოგეჩვენა.
7. ამის შემდეგ აუცილებლად გადახედე საქართველოში 2 დეკემბერს ჩატარებული ამ   რეალური თამაშის სცენარს,   მანდ საკმაოდ დაწვრილებითაა მაგ თამაშის სცენარი განხილული და წესით უკვე რეალურ თამაშებზეც უნდა შეგექმნათ გარკვეული წარმოდგენა.
8. თუ ამ ყველაფერს გააკეთებ უკვე საკმაო გამოცდილება გექნება დაგროვილი და რახან უკვე დარეგისტრირებულიც ხარ უკვე დროა შენი საკუტარი გუნდის შექმნაზეც იზრუნო ანუ არეგისტრირებ ახალ გუნდს არქმევ სახელს (ხოლო შენ ავტომატურად ხდები ამ გუნდის კაპიტანი, კაპიტნის წოდება ნებისმიერ დროს შეგიძლია გადასცე შენი გუნდის ნებისმიერ წევრს) და მოწვევას უგზავნი სხვა მოთამაშეებს გუნდში მიღებაზე (ეს მოთამაშეები შეიძლება იყვნენ როგორც შენი მეგობრები რომლებიც შენთან ერთად დარეგისტრირდნენ ამ საიტზე ან სხვები რომლებსაც ადრე არ იცნობდი მაგრამ ამ თამაშის ფორუმზე გაიცანი (მაგალითად აქ   და მოილაპარაკეთ გუნდის შექმნაზე). მოწვევაზე დათანხმების შემთხვევაში ისენი ავტომატურად შენი გუნდის წევრები ხდებიან და უკვე ერთად არჩევთ თქვენი გუნდის სახელს და სურვილის შემთხვევაში აყენებთ თქვენი გუნდის ლოგოს, ჰიმნს ქმნით საკუთარ საიტს და ფორუმს.
9. თუმცაღა მარტო შენ გუნდს როგორც კი დაარეგისტრირებ სანამ სხვებს მიიწვევ გუნდში უკვე გუნდად ითვლები და შეგიძლია სურვილის არსებობის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღო შენი გუნდის სახელით უკვე ვირტუალურ გუნდურ თამაშებში. ამიტომ გირჩევ როგორც კი გუნდი გექნება მოსინჯო ძალები უკვე გუნდის სახელით ამ 9 დეკემბერს ჩატარებულ   ვირტუალურ გუნდურ თამაშში.   თუმცა ფორუმის წესებით უკვე რეალურ ვირტუალურ თამაშში რომ მიიღო მონაწილეობა თამაშის წესებით უკვე აუცილებლად საჭიროა გუნდში 5 მოთამაშის არსებობა მინიმუმ(ანუ ვირტუალური გუნდური თამაშისაგან განსხვავებით რეალურ გუნდურ თამაშს 5 მოთამაშეზე ნაკლებით გუნდში ვერ ითამაშებ).

აი სულ ეს იყო მოკლედ თუ მაინც გაგიჩნდა დამატებითი კითხვები არ მოგერიდოს იკითხე ან აქვე ან თამაშის ფორუმის   შესაბამის თემაში აი აქ  და აუცილებლად გიპასუხებს და დაგეხმარება ვინმე, ჩვენ ყველანი შენნაირად ვიწყებდით... კითხევებით.

პ.ს ისე მე შენს ადგილზე დევიდ ფინჩერის ამ ფილმსაც    ვუყურებდი რომლის ყურების შემდეგაც დაებადა 2001 წელს ამ პროექტის ავტორს თამაში ENcounter-ი.

+1

2

არა კაი იდეები აწუხებს გოგას რას ერჩით :)  სალამი ყველას!!!!!   გილოცავთ საიტის გახსნას მოგვიანებით!!!

0

3

ki, namdvilad

mec gilocavt

rogorc yoveltvis, inglisuri padderjka arcert enaze ara maqvs...

0

4

LOOOOOOOOOOOOOOLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLL   :mad:   !!!!

0

5

chveni gerbi... :P

http://tbilisi.en.cx/data/teams/flags/4870.jpg

0

6

Мец гилоцавт)))

0

7

Исе, халхо. Раме тамашс ро ицхебт, боломде миикванет маинц) Ар микварс роца пропилши мицериа


virtual.en.cx 06.10.2007 КВ #9/1408, GOOOGLE ЁПРСТ: Версия 1.0 (Демо) Не дошли до финиша Crusaders

Отредактировано Beska (2007-11-09 00:39:25)

0

8

ეჰეჰეი ქართველნო! დანნო და ძმანნო!
აჰა, დადგა ჟამი იგი გახსნისა საფიხვნოისა ამისა შიგან ინტერნეტსა...
აღვიღოთ კლავიატურანი და მაუსნი და შევსტრფოდეთ ეკრანსა მასსა და გამოვიყვანოთ პოსტები ზედა მასსა, ვითარმცა ფორუმსა ამასა შესშვენის და სწრაფვასა ჩუენსა და სურვილსა ჩუენსა და გონებასა და სულსა და ყოველსა მიწიერსა და სულიერსა ზედა ამა მონიტორისასა მოხარულ იქნების... (ეს ბოლო წინადადება დაიკიდეთ მამენტ მაგარი მარაზმი დავწერე)

დალოცვილ ყოფილიყოს იგი საფიხვნო ესე და დრეგრძელ და მზეგრძელ ვითარმცა თემი ჩვენი და სოფელი იგი ჯვაროსან რაინდთა ჩუენთა...

დიდო ასტიბუ! დაგვიფარე მტარვალი კაკტუსების ჯოგისაგან!

0

9

;)

0

10

:O

0

11

:rolleyes:
მაგარია ფორუმი...
მაგრები ვართ... ვის აქვს კიდევ ფორუმი? ააარავის... ჰოოდა ეგრე :D

0

12

mogilocot...? kai, gilocavt ki ara da vilocav :D  kaia, mivxedot nel-nela, jer axali xilia da vnaxot, ra gamova ;)

0


Вы здесь » Crusaders » Ночная игра в Тбилиси/ENcaunter » "caecus cum essem modo video!" bible, Johan 9:25